photo

დევნილთა პრობლემების მოგვარება და გადაჭრის გზები | სოფია გოლეთიანი

30 წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ. საქართველოს დღემდე ჰყავს დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. წლების განმავლობაში, ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა მთავრობების მიერ, ხშირად არასწორი ხედვისა თუ პოლიტიკის მიზეზით ვერ განხორციელდა, მეტიც - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული დევნილებისთვის რთული აღმოჩნდა თავის დამკვიდრება, ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების თავიდან დაწყება.

დემოკრატიული სახელწიფოები, რომელთაც ქვეყანაში დევნილები ჰყავს, მათ საბოლოო დაბრუნებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ, წლებთან ერთად სწავლობენ და აგვარებენ იძულებით გადაადგილებული ადამიანების პრობლემებს.

დღემდე დევნილების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი და ორგანიზებული ხედვა არ ჰქონია. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხი კი ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება.

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახთა ნახევარი დაუკმაყოფილებელია, 12 წლის მანძილზე ხელისუფლებას დევნილთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების სწრაფი მზაობა არასდროს ჰქონია. მოქმედებს კორუფციული სქემები, როცა ერთი და იგივე ოჯახის სხვადასხვა წევრი იღებს ბინას, მაშინ როცა ათასობით დევნილი ბავშვი ქირით ცხოვრობს და მშობლები გაჭირვებით ახერხებენ თავის შენახვას. ბინების გადაცემის თემა ოცნების ხელისუფლების პირობებში მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად რჩებოდა. ახლაც, არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, სწრაფი ტემპით რამდენიმე კორპრუსში ფასადის შეკეთება მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ ოქტომბრის თვეში, საზეიმოდ გადაცემული ბინებით, საზოგადოებაში კვლავაც გააჩინონ დევნილებზე ზრუნვის ფუჭი რწმენა

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახთა ნახევარი დაუკმაყოფილებელია, 12 წლის მანძილზე ხელისუფლებას დევნილთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების სწრაფი მზაობა არასდროს ჰქონია. მოქმედებს კორუფციული სქემები, როცა ერთი და იგივე ოჯახის სხვადასხვა წევრი იღებს ბინას, მაშინ როცა ათასობით დევნილი ბავშვი ქირით ცხოვრობს და მშობლები გაჭირვებით ახერხებენ თავის შენახვას. ბინების გადაცემის თემა ოცნების ხელისუფლების პირობებში მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად რჩებოდა. ახლაც, არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, სწრაფი ტემპით რამდენიმე კორპრუსში ფასადის შეკეთება მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ ოქტომბრის თვეში, საზეიმოდ გადაცემული ბინებით, საზოგადოებაში კვლავაც გააჩინონ დევნილებზე ზრუნვის ფუჭი რწმენა

კოალიციაში ცვლილებისთვის დევნილების საკითხებზე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები მუშაობენ, რომელთაც საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ყველა ის სოციალური პრობლემა, ჩვენს ქვეყანაში დევნილებს დღემდე რომ აწუხებთ.

არც ერთ სხვა პარტიასა თუ ხელისუფლებას თავის რიგებში არ ჰყოლია ამდენი დევნილი ერთად, როგორც კოალიციას ცვლილებისთვის. ამ ადამიანებს აქამდე არ ჰქონიათ პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება, თითოეული მათგანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესისა თუ საგანმანათლებლო პლატფორმაზე მომუშავე პროფესიონალები არიან, რომელთაც სამშობლოს და განსაკუთრებით, საკუთარი კუთხის სიყვარული და მონატრება აერთიანებთ. ეს გრძნობა და ემოცია, რეალურ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, აძლევთ უსაზღვრო მოტივაციას, იმუშაონ სიღრმისეულად ყველა ძირეულ საკითხზე, რაც დევნილების კეთილდღეობას და საბოლოოდ შინ დაბრუნების ხედვებს შექმნის.

ჩვენი გუნდის დევნილების პროგრამის სამოქმედო ნაბიჯები დაფუძნებულია ხედვაზე, რომ დევნილთა გადაადგილება დასრულდება არა მაშინ, როდესაც ყველა დევნილს სახლი და თავშესაფარი ექნება, არამედ მაშინ, როცა კერძო საკუთრებასთან ერთად, ისინი აღარ იცხოვრებენ გაჭირვებაში და მოხდება მათი მდგრადი რეინტეგრაცია ადგილებზე. როდესაც მათ ექნებათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები - განათლების, ჯანდაცვის და ცხოვრების მაღალი დონე.

პროგრამა მოიცავს 4 ძირითად საკითხს:
- საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა;
- დევნილთა სოციალური მხარდაჭერა;
- აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევითობა;
- დევნილთა გაძლიერების პროგრამები.

დევნილთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება მოხდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

აღნიშნული საქართველოს უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც მოლაპარაკების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. 2030 წლისთვის ევროკავშირში შესასვლელი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ წინაპირობას 2030 წლამდე საქართველოს დევნილთა საბოლოო დასახლება წარმოადგენს.

4-წლიანი პროგრამის თანახმად, წელიწადში 12 000 ოჯახს უნდა გადაეცეს ბინა, პროგრამა ითვალისწინებს: მენაშენეების პროექტს; სოფლად სახლს; კომპაქტურად დასახლებული ფართების დაკანონებას. დევნილთა ბინებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება წინასწარ განსაზღვრული სიის თანახმად, სადაც უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ, მარტოხელა, მრავალშვილიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ომისა და სამხედრო/ თავდაცვის ვეტერანთა, ქირით მაცხოვრებელ ადამიანებს და საპენსიო ასაკით დაჯგუფებული ოჯახებს, რიგითობის მიხედვით.

აღნიშნული ევროკავშირის გრანტით განხორციელდება, რაც მიზნად ისახავს დეველოპერული კომპანიების ხელშეწყობისა და წახალისების პროგრამებს.

დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემა საცხოვრებლად უკვე ვარგის მდგომარეობაში (რემონტით).

ჩვენ კარგად ვიცით, რომ დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის საფუძველი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსია.

დევნილის ყოველთვიური ფულადი შემწეობა, რომელიც 2024 წლამდე 45 ლარით განისაზღვრებოდა, გაიზრდება და გახდება 100 ლარი, რომელსაც მიიღებს ინდივიდუალურად საქართველოს ტერიტორიაზე და ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ფიზიკური პირი, რომელიც აღრიცხულია საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ერთიან ბაზაში. დევნილთა ყოველთვიურ ფულად შემწეობას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა დევნილი ფიზიკური პირი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 1 250 დარიცხულ ლარს. დევნილის შემწეობის ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს მათ შორის ყველა დევნილი ფიზიკური პირი, ნებისმიერი სხვა ფულადი დახმარებისა თუ შემწეობის მიუხედავად.

კოალიცია ცვლილებებისთვის მიაჩნია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შევსება არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დევნილის სტატუსის მქონე ყველა სრულწლოვანი პირი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება, მისი კუთხის მმართველობითი ორგანოს დაკომპლექტებაში მიიღოს მონაწილეობა.

კოალიცია ცვლილებისთვის გუნდი დევნილთა გაძლიერების მიზნით განახორციელებს შემდეგ პროგრამებს: აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მეწარმეთა სოციალური გაძლიერება; საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლე მეწარმეთა სოციალური გაძლიერების პროგრამა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარების პროექტები; ქართული ენის, დამწერლობის დაცვა, მათ შორის აფხაზური ენის პოპულარიზაციის პროგრამები; ონლაინ განათლება აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველთა გაძლიერების კუთხით, რაც ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლას გულისხმობს; ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისების 100 პროცენტიანი დაფინანსება; სასწავლო პანსიონატების გახსნა ოკუპირებულ ხაზთან; ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკების მოწყობა; საერთაშორისო დონის პროგრამებში დევნილ პირთა ჩართვა ცოდნისა და უნარჩვევების გაღრმავების მიზნით; წლის განმავლობაში დევნილი მოსახლეობის 2-3 შეხვედრის ორგანიზება მსხვილ რეგიონულ ცენტრებში და მათო პრობლემები განხილვა.

კოალიცია ცვლილებების დევნილთა პრობლემებსა და პროგრამაზე მომუშავე გუნდს კარგად ესმის, რომ ქვეყანაში დევნილ მოსახლეთა გაძლიერება, მათი შემოსავლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადასვლა კი უტყუარი დადასტურება იქნება იმისა, რომ, პირველად საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, დევნილებს ექნებათ რეალური ხელჩასაჭიდი შანსი შინ დაბრუნებისა.

საქართველოს ევროპელი პარტნიორების უახლესი შეფასებები | მარიამ მიქიაშვილი

ცოდნის ყულაბა | ნინო კვიტაიშვილი, ივანე წერეთელი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: 27 ოქტომბერს იქნება დიდი ზეიმი