ჩვენს შესახებ
“კოალიცია ცვლილებისთვის” არის საქართველოს მოქალაქეთა ერთობა, რომელთა მიზანი ჩვენი სამშობლოს ევროპული, უსაფრთხო და ბედნიერი მომავლის შესაქმნელად რეალური, პოზიტიური ცვლილებების მოტანაა.
კოალიციის წევრები, ლიდერები და მხარდამჭერები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოვადგენთ და განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს, მაგრამ, ჩვენ ყველას გვჯერა საერთო წარმატებული მომავლის. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ევროკავშირის წევრ დემოკრატიულ საქართველოში, სადაც თითოეულ მოქალაქეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა, გარანტირებული უსაფრთხოება და მშვიდობა ექნება.
ჩვენ გვჯერა მომავლის, სადაც ლიდერები ემსახურებიან ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს და არა პირიქით, ქვეყანა ემსახურება მათ.
როგორც სახელმწიფომ, 26 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ადამიანებს სურთ ცვლილება, რომელიც ახლა ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ რეალური ცვლილება ძალისხმევის გარეშე არასდროს მიიღწევა.
თუ ჩვენ, ყველა, ჩვენს ხმას დავაფიქსირებთ, ერთხელ და სამუდამოდ განვაცხადებთ, რომ საქართველო ეკუთვნის მის ხალხს და მკაფიო გზავნილს გავუგზავნით მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია.
მომავალი შენია!