მითები და რეალობა ევროკავშირის შესახებ | ნიკა ფარულავა
მშვიდობა, უსაფრთოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, წევრი სახელმწიფოების ისტორიული, კულტურული, ტრადიციული და ეროვნული იდენტობის დაცვა და შენარჩუნება, არის ის მიზნები, რის გარშემოც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და მისი თითქმის 450 მილიონი მოქალაქეა გაერთიანებული. ევროკავშირი არის ცივილიზაციური ერთობა, უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, რომლის უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის, კანონის უზენაესობის დაცვა და პატივისცემა. ეროპული კავშირი არის ადამიანების თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ორგანზიაცია, რომელიც პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს მოქლაქეების არჩევანს – გაწევრიანებაც და დატოვებაც ნებაყოფლობითია.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწფიოები ეხმარებიან არა მხოლოდ წევრ სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებს, არამედ არაწევრ, პარტნიორ ქვეყენებსაც, რათა მათ მიაღწიონ განვითარების ისეთ ეტაპს, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ის შესაძლებლობები, რომლებიც მათთვის მოიტანს ბედნიერებას.
ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით უამრავი მითი გექნებათ მოსმენილი. ვეცადოთ გავაბათილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მათგანი.
მითი 1 - ევროკავშირი ებრძვის მართლამდიდებლობას. დავიწყოთ ევროკავშირის სიმბოლიკით, დროშით. ერთ¬-ერთი არაოფიციალური, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ვერსიით, ევროკავშირის დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავი არის მარიამ ღვთისმშობლის ძეგლებიდან და ხატებიდან გადატანილი. აღნიშნული 12 ვარსკვლავი გამოხატავს 12 მოციქულს, 12 თვესა და 12 საათს, ანუ მარადისობას. თავად დროშის პროექტის ავტორი დიზაინერი არსენ ჰეიცსა ამბობდა, რომ დროშის შექმნისას იგი რელიგიური მოტივით, წმინდა მარიამის ერთ¬-ერთი ქანდაკებით იყო შთაგონებული. მისი თქმით, დროშის სიმბოლიკა ქრისტიანული იკონოგრაფიის ტრადიციას ეფუძნება და წმინდა იოანეს გამოცხადების „აპოკალიფსის ქალწულს“ (წმინდა მარიამს) განასახიერებს. საყურადღებოა ისიც, რომ ამ დროშის მთავარი მტრები კომუნისტები იყვნენ, რადგან არ მოსწონდათ მისი გარკვეული რელიგიური სიმბოლიზმი.
ევროკავშირში ცხროვრობენ უძველესი მართლმადიდებლები - ბერძნები, ევროკავშირის წევრები არიან უდიდესი მართლმადიდებლური ტრადიციის მქონე ერები, ბულგარელები და რუმინელები. ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები პატივს სცემენ, უფრთხილდებიან და იცავენ თითოეული ადამიანის რწმენის თავისუფლებას, ქვეყნების რელიგიურ ძეგლებსა და ნაგებობებს. ამ ყველაფერს კი მხოლოდ წევრი სახელმწიფოების მიმართ არ ახორციელებენ, არამედ მათი პარტნიროებისაც. მაგალითად, საქართველოში ნიქოზის საეპისკოპოსო კოპლექსის რეაბილიტაცია და ალავერდის კათედრალისთვის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ნიდერლანდებმა დააფინანსა.
მითი 2 - ევროკავშირი ოჯახურ ღირებულებებს ებრძვის. ხშირად ვრცელდება მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევროკავშირის თვის ოჯახური ღირებულებები უცხოა და მეტიც, თითქოს ის ებრძვის ოჯახს. სინამდვილეში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ოჯახური ღირებულებები - მისი წევრების პატივისცემა, ოჯახის სიმტკიცე და ერთგულება - ერთ¬ერთი მთავარი ფასეულობაა. მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ - მეორე და მესამე ქორწინების მაჩვენებელი პროცენტულად გაცილებით მაღალია რუსეთის ფედერაციაში (52%),ვიდრე მაგალითად ევროკავშირის წევრ იტალიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, ბულ¬გარეთში და ა.შ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უდიდეს ყურადღებას უთმობენ ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს და შემუშავებული აქვთ უამრავი პროგრამა. ოჯახების შენარჩუნების, გაძლიერებისა და სიმტკიცის მიზნით, ევროკავშირში მაღალი დასაქმებისა და მაღალი საშუალო ხელფასის პარალელურად უამრავი სოციალური პროექტი მოქმედებს.
მითი 3 - ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ომსა და დესტაბილიზაციას. სინამდვილეში, განსხვავებით რუსეთისგან, ევროკავშირის ერთ¬-ერთი მთავარი მიზანი გრძელვადიანი, მყარი და გარანტირებული მშვიდობის მშენებლობა და შენარჩუნებაა, რასაც ორგანიზაცია და მისი წევრები წარმატებით ახორციელებენ. ევროკავშირის ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა ომი. არასდროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ აღმოჩენილა სამხედრო აგრესიის სამიზნე. მეტიც, მოლდოვაში, რომელმაც სულ ახლახან დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, არანაირი საომარი მოქმედებები ან დაძაბულობა არ მომხდარა. 2012 წელს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, ევროკავშირს ნობელის პრემია მიანიჭა კონტინენტზე მშვიდობისა და შერიგების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. ევროკავშირმა და მისმა წინამორბედებმა ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ევროპაში მშვიდობისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში. ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავდაპირველად სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.
მითი 4 - ევროკავშირი გვიყურებს როგორც უფროსი და მისი დირექტივების შესრულება მოგვიწევს. მორიგი მითი, რომელსაც ფართოდ ავრცელებენ ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით. სინამდვილეში, ევროკავშირში გადაწყვეტილებები კამათისა და დებატის შედეგად, კონსენსუსისა და შეთანხმებების საფუძველზე მიიღება. მეტიც, ორგანიზაციის ერთ¬-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ მისი წევრობაც და დატოვებაც ნებაყოფლობითი საკითხია. არ არსებობს ისტორიაში პრეცედენტი, როდესაც რომელიმე სახელწიფოსთვის ევროკავშირს ან მის რომელიმე წევრ ქვეყანას სამხედრო ან დიპლომატიური გზებით დაეძალებინოს კავშირის წევრობა ან მისი დატოვება. ამიტომ, გვახსოვდეს, ევროკავშირი არის ცივილიზაციური ერთობა. ერთობა, რომელიც დგას ადამიანის ღირსებისა და თავისუფალი ნების პატივისცემაზე, ოჯახზე, ტრადიციებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და რწმენის თავისუფლებაზე. ევროკავშირი არის ჩვენი ისტორიული ოჯახი, სადაც გვექნება ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მოგვიტანს გრძელვადიან და გარანტირებულ მშიდობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და რაც მთავარია, ბედნიერებას.