photo

ქართველი ფერმერები სწრაფად გამდიდრდებიან | ჯამბულ ხოზრევანიძე

საქართველოს სოფელს აწუხებს არაერთი პრობლემა:

• საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა.

• დანაწევერბულია მიწის რესურსი (ბევრია მცირე ზომის ნაკვეთი და ამიტომ ჭირს დიდი პროდუქციის შექმნა).

• თანამედროვე განათლება არ არის ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი.

• სამეურნეო ინფრასტრუქტურა სუსტადაა განვითარებული.

• ტექნიკური ბაზაც სუსტია (არ გვაქვს ან დაძველებულია სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, არასაკმარისია აგრო-ტექნიკა და საწარმოო დანადგარები). მიტომ გვაქვს უმძიმესი შედეგები, რომლებსაც ეს პრობლემები განაპირობებს:

• სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 40 პროცენტი და ამ სფეროში ბოლო 8 წელიწადში სახელმწიფომ დახარჯა 7.2 მილიარდი ლარი, მაგრამ ეკონომიკაში ამ სფეროს წილი კვლავ ისტორიულ მინიმუმზეა დასული და მხოლოდ 7 პროცენტია.

• ერთი მეურნეობა საქართველოში წლის მანძილზე საშუალოდ მხოლოდ 1882 დოლარის ღირებულების პროდუქციას ქმნის, რაც თითქმის 50-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ერთი მეურნეობის მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება აშშ-ში ან თუნდაც ისრაელში.

• ინდუსტრიული წარმოება რთულია.

• მოსავლიანობა/წარმადობა/წველადობა დაბალია.

• აგროპროდუქტის თვითღირებულება მაღალია: ანუ ვაწარმოებთ ძალიან ცოტას და რასაც ვაწარმოებთ, ისიც ძალიან ძვირი გვიჯდება.

• ხარისხი ხშირად ძალიან დაბალია.

რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად:

1. საჭიროა გამოვყოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებები, რომლებზეც შეიძლება შევქმნათ ნიშური, თუმცა მაღალი ხარისხის, პრემიუმ პროდუქტი, რომელსაც არ ექნება მაღალი წარმოების ხარჯები, მაგრამ ექნება ძალიან მაღალი ფასი საერთაშორისო ბაზარზე:

• მეღვინეობა

• მეფუტკრეობა

• მეცხოველეობა

• მებოსტნეობა

• მემცენარეობა

კერძოდ, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ისეთი პროდუქტები, რომელთა წარმოებაშიც მსოფლიოში ვერავინ შეგვედრება:

• ღვინო - გაიზრდება მაღალხარსისხიანი ქართული ტრადიციული ღვინოების წარმოება და პროდუქცია გავა ევროპის და ამერიკის მდიდარ ბაზრებზე, ბევრად უფრო მაღალ ფასად.

• თაფლი - გავააქტიურებთ ადგილობრივი თაფლის პრომოუშენს, რეკლამას, მოვაწყობთ დეგუსტაციებს, ფესტივალებს, ბაზრის კვლევას, რაც ქართული თაფლის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. გავდევნით ბაზრიდან ფალსიფიცირებულ პროდუქტს და დავეხმარებით გლეხს კუპაჟის პროცესში.

• ყველი - მრავალფეროვანი, ტრადიციული, მაღალი ხარისხისა და უგემრიელესი ქართული ყველის წარმოება და ექსპორტი.

• საწებელი (ტყემალი/აჯიკა) - უნდა მოხდეს საწებლების სტანდარტიზაცია, ძირითადი ინგრედიენტების და სიცხარის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის გაჩენას.

• ხორბალი - ხელი შეეწყობა უნიკალურ და უძველესი დროიდან გადარჩენილ ქართული ენდემურ ჯიშებს (წითელი დოლი, დიკა, მახა, ჩელტა ზანდური, კოლხური ასლი, ჰექსაპლოიდური ზანდური) და მათგან უნიკალური, ნამდვილი ტრადიციული ქართული პურის და სხვა მაღალი ხარისხისა და ფასის პრემიუმ პროდუქტები დამზადდება.

ამის მისაღწევად უნდა მოხდეს:

• მიწების კონსოლიდაცია-გამსხვილება: სასოფლო-სამეურნეო მიწის 80 პროცენტი ქვეყანაში კვლავ აუთვისებელია

• მიწების, ტყეებისა და საძოვრების სოფლებისთვის გადაცემა.

• ძველი გამოუსადეგარი ქონების პრივატიზება.

• სარწყავი არხების, გზების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოწესრიგება.

• საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, აგრონომებისა და ვეტერინარების გადამზადება, მათ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

• ტექნიკური ბაზის განახლება (მოეწყობა სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, დაგვემატება ახალი აგროტექნიკა და დანადგარები).

• არსებული პრიორიტეტული დარგების გამოიყოფა რეგიონების მიხედვით და ხელი შეეწყობა კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულ მეურნეობებს საუკეთესო ხარისხის პროდუქტის მისაღებად.

26 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან: ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2 მილიარდი ყველაზე მდიდარი ადამიანით დასახლებული მსოფლიოს სამი უდიდესი ბაზარი ელის ქართულ, ჯანსაღ და მაღალი ხარისხის პროდუქტებს. ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ყველა პირობა ასეთი პროდუქტების წარმოებისათვის და ხელი შევუწყოთ ქართველ ფერმერებს სწრაფად გამდიდრებაში.

ამომორჩევლის ხმა ნამდვილად ფარულია| ნანა ლომიძე

გამარჯვების რიცხვი | ირინა ცინცაძე

ხათუნა სამნიძე: თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ამ ქვეყანაში არც მშვიდობა იქნება და არც თავისუფლება