photo

26 ოქტომბერი - დიდი საქმის დღე | ზალიკო სამადაშვილი

ჩვენ ცხოვრებაში დგება ხოლმე ისეთი დღე, რომლის ჩავლის შემდეგ, მომდევნო პერიოდი, კვირები, თვეები და წლებიც კი, სხვა ელფერს იძენს, სხვა განწყობილებებით იხუნძლება, სხვა მიზნებით ივსება.

ასეთი დღის მოლოდინში ვართ, ოღონდ ამჯერად, უფრო ხანგრძლივად, ათეული წლების განმავლობაში რომ შეცვლის ჩვენ ცხოვრებას, ისეთი დღის.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ეს დღე, როგორ დაგვამახსოვრდება ის, ჩვენი გადასაწყვეტია, სად ვიცხოვრებთ, სახელმწიფოში, რომელიც სამართლიანობასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული, თუ რუსეთში გამდიდრებული მდიდარი ბატონის მამულში, სადაც კეთილდღეობა მხოლოდ მისი მსახურებისთვის არის განკუთვნილი და ხელმისაწვდომი.

ოცდაექვს ოქტომბერზე მოგახსენებთ...

დღეზე, რომელსაც მხნედ, წელში გამართულები უნდა შევხვდეთ, ფიქრი და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ ის წარმატებით დავასრულოთ, სწორი არჩევანი გავაკეთოთ და დავიცვათ კიდეც ეს არჩევანი. ვინ ოცდაოთხიდან თვრამეტი საათი გადავდოთ ამისთვის, ვინ თორმეტი და ვინ კიდევ, თუნდაც ერთი.

გვამხნევებდეს იმის განცდა, რომ თითოეული ჩვენგანი იმ დიდი საქმის მონაწილე ხდება, რომლის განხორციელებასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს სახელოვანმა წინაპრებმა, საერო თუ სასულიერო პირებმა, დიდმა განმანათლებლებმა თუ სწორუპოვარმა მეომრებმა, ამ საქმეს, საქართველოს თავისუფალი სამყაროს წევრობისა და მის მშობლიურ, ევროპულ წიაღში დაბრუნებისთვის ბრძოლა ჰქვია.

ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება | ნინა ბაზიკოშვილი

თუ გახმობა არ გინდოდა, გურიაში რა გინდოდა | ბორის ჩელე ყურუა

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში